ჯვრის ამაღლების სახელობის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი მამა თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში. მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
ამჯერად „დაიჯესტი“ გთავაზობთ მამა თეოდორე გიგნაძის 5 წლის წინანდელ ვიდეოს, სადაც მეორედ მოსვლასა და მის ნიშნებზე საუბრობს:
„მეორედ მოსვლაზე საუბრობს უფალი, პავლე მოციქული, წმინდა მამები საუბრობენ ძალიან ფაქიზად. პავლე მოციქულიც და ასევე უფალიც საუბრობს მეორედ მოსვლის ნიშნებზე. მეორედ მოსვლა არის უფალის დაბრუნება დედამიწაზე. ეს არის ყველაზე სანუკვარი და ძვირფასი მოვლენა, რაც სამყაროში უნდა მოხდეს. დაწყებული პირველი საუკუნიდან ქრისტიანები ელოდებიან ამ საოცარ მოვლენას.
ბიბლია მთავრდება სიტყვებით - „ჰე მოხვიდოდე უფალო“. დაახლოებით ნიშნავს მალე მოდის. ვინც მეორედ მოსვლას უფრთხის და ეშინია, იგი ქრისტიანი არ არის. როგორც ავიდა ზეცად ისე გაგვიბრწყინდება. რატომ არის სასიხარულო უფლის დაბრუნება? - იმიტომ, რომ ადამიანი იმ მდგომარეობაში მოდის, რა მდგომარეობაშიც ღმერთმა შექმნა იგი. ასევე იბრუნებს საწყისს მდგომარეობას, უფრო ამაღლებულია და მისი დაცემა აღარ მოხდება.
ადამიანები მეორედ მოსვლის ხსენებაზე შიშით არიან შეპყრობილნი თუმცა ყველაზე საშიში მისი წინა პერიოდია, რადგან ეს არის კაცობრიობის ცოდვებში და ურჯულოებაში ჩავარდნა. კაცობრიობა ეცდება შექმნას ისეთი სამყარო, სადაც ღმერთი არ არის. სამყარო ვარდება კომფორტში და ამ კომფორტის სურვილი აქ2რობს ღმერთს. ეს კაცობრიობას ყოველთვის აკლდა. ასევე მარტივი შესამჩნევი იქნება როცა ადამიანები დაიწყებენ საუბარს მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე.
კაცობრიობა გახდება ისეთი, რომ მასში დაბადებულ არც ერთ ბავშვს აღარ ექნება შესაძლებლობა ღმერთის შემეცნების. კაცობრიობის ისტორია დაკარგავს აზრს. ადამიანი მარადიული სიცოცხლისთვის იბადება და თუ იგი თავისუფალ არჩევანს ახსენებს, ღმერთი თუ უღმერთობა - დადგება დრო როცა ამის შესაძლებლობაც მოისპობა. ყველაფერი მიდის დაკნინებისკენ, ჩაქრობისკენ. როცა მას ყველანაირი ძალა გამოეცლება, მაშინ მოდის უფალი ხალხის გადასარჩენად და სამყაროს განახლებისთვის. როგორც კი ვხედავთ მცდელობას სადმე არის მითითებული მეორედ მოსვლის თარიღი, საწინააღმდეგოა ქრისტეს სიტყვებისა. უფალი ამბობს - „არავინ იცისო“. ინტერესები კი ადამიანურია“, - ამბობს მამა თეოდორე გიგნაძე ვიდეოში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელთათვისაც 2025 წელი ფინანსურად განსაკუთრებით წარმატებული და იღბლიანი იქნება