
წელს ვენეციის 82-ე კინოფესტივალზე საქართველოდან მხოლოდ ნინი ბადურაშვილი იყო წარმოდგენილი.
იგი მსოფლიო ბრენდის, ARMAN-ის ამბასადორი იყო საქართველოდან და არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა მსოფლიო ვარსკვლავების გვერდით.
ნინის ფოტოებმა და ვიდეოებმა უამრავი დადებითი შეფასება დაიმსახურა. კომპლიმენტები გამოქვეყნებულ კადრებზე დღემდე არ წყდება - ხაზს უსვამენ, რომ ნინი განსაკუთრებული შარმით, ელეგანტურობითა და დახვეწილობით გამოირჩევა.
როგორ მიიწვია Armani Beauty-მ ნინი ფესტივალზე, ამის შესახებ მან ექსკლუზიური ინტერვიუ „რადიო ფორტუნას“ მისცა, გთავაზობთ ამონარდს ინტერვიუდან:
- ნინი, გარდა წითელი ხალიჩისა, კიდევ რა აქტივობებში მიიღე მონაწილეობა?
- პირველი დღე იყო მთავარი დღე, წითელი ხალიჩის. მეორე დღე გადაღებები გვქონდა ქალაქის ქუჩებში, სადაც ასევე გამოვიყენეთ მათი სუნამო „არმანი პრივე“.
ასევე სტუმრად ვიყავით და დავათვალიერეთ „არმანის“ ხელნაკეთი სუნამოების მომზადების პროცესი, მურანოს ქარხანაში, შემდეგ კი იყო გამოსამშვიდობებელი საღამო.
- იქ ყოფნის დრო ხომ არ მიგიღია ისეთი კომპლიმენტი, რომელი ყველაზე მეტად დაგამახსოვრდა?
- ბრენდის წარმომადგენლებისგან უამრავი კომპლიმენტი მივიღე. ზოგადად, ამ მხრივ ძალიან გახსნილები არიან.
სხვა ქვეყნების ამბასადორები კი მეუბნებოდნენ, საქართველოს შესახებ ბევრი ინფორმაცია არ გვქონდა, ახლა ვხედავთ, როგორი ლამაზები ყოფილხართო. ამ სიტყვებს მხოლოდ პირად კომპლიმენტად არ ვიღებდი... რა თქმა უნდა, ყველა დავპატიჟე საქართველოში.
- კომენტარები ახსენე და ყველაფერი წაიკითხე სოციალურ ქსელში?
- ყველაფერი ვერ წავიკითხე, მაგრამ დიდ ნაწილს გავეცანი. ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ ხაზი ესმება დედაჩემის, ბებიაჩემის და ბაბუაჩემის გენეტიკას. მათი ხაზის გამგრძელებელი ვარ...
მიხარია, რომ ლალის მადარებენ, თუმცა ვთვლი, რომ ჩემზე ლამაზი იქო და მისთვისაც არაერთხელ მითქვამს ეს. კომენტარები, რომლებსაც ინტერნეტში გავეცანი, ძალიან დადებითად მოქმედებს. ბუნებრიობას რომ უსვამენ ხაზს, ესეც მახარებს. ზედმეტი არაფერი მიყვარს და ზუსტად ასე მინდა საკუთარი თავის წარმოჩენა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „მე ვარ ერთადერთი ქართველი, რომლის კოსმეტიკას FDA–მ ლიცენზია მიანიჭა“ - ნუკი კოშკელიშვილი
⭕„ღმერთო ეს რა დღე გამითენდა...“ - მარიკა თხელიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
წყარო: fortuna.ge