
საქართველომ კიდევ ერთი დიდი მუსიკოსი დაკარგა – 76 წლის ასაკში ცნობილი ქართველი მუსიკოსი და რეჟისორი, მანანა მენაბდე გარდაიცვალა. ხელოვანი, რომლის თითოეულ ნოტშიც სევდა, სიყვარული და დროის სუნთქვა იგრძნობოდა.
მისი შემოქმედება რამდენიმე თაობას აერთიანებდა და სხვადასხვა ასაკის მსმენელს ერთნაირად აღაგზნებდა ემოციებით.
გენიალური მუსიკოსის შესახებ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ სიუჟეტი მოამზადეს.
„სევდა მისი ცხოვრების თანამგზავრი იყო, რომელმაც სხვადასხვა ათწლეულში განსხვავებულად აამეტყველა და დროსაც გაუსწრო.
იგი პირველი მომღერალი იყო საქართველოში, რომელიც სცენაზე ტყავის შარვლით გამოჩნდა.
დები იშხენელების ოჯახში დაბადებულმა ქართული სიმღერების ტრადიცია ისე გააგრძელა, რომ ბებიებისთვის მიბაძვა და მათი მანერების განმეორება არასოდეს უცდია.
მან ბავშვობის ასაკშივე გააცნობიერა, რომ ყველა შემოქმედს თავისი ფუნჯი აქვს.
მანანა მენაბდის შემოქმედება სწორედ ასე იქცა ჩვენი გენეტიკური კოდის განუყოფელ ნაწილად, რომელსაც დრო ყოველთვის შემოინახავს“, - ამბობს ზაკ მირიანაშვილი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „მე ვარ ერთადერთი ქართველი, რომლის კოსმეტიკას FDA–მ ლიცენზია მიანიჭა“ - ნუკი კოშკელიშვილი
⭕„ღმერთო ეს რა დღე გამითენდა...“ - მარიკა თხელიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს