გადაცემაში „ჩვენი ოჯახი“ ზალიკო ბერგერმა საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ახალი წლის დღეებში კუჭი გაეხვრიტა და შიდა სისხლდენა ჰქონდა.
„8 იანვარს რაღაც ტკივილმა დამარტყა და დატრიალდა ყველაფერი. წმინდა მატრონა, მიშველე-მეთქი, დავიძახე და გამიარა. ვიფიქრე, ნაბახუსევი იყო. ავდექი და დავლიე სასმელი. აზრზე მოვედი, ბარზე მქონდა თავი მირტყმული. მივხვდი, რომ ეს ჭვალი არ იყო. თურმე კუჭი გაიხვრიტა და შიდა სისხლდენა მქონდა. მარტო ვიყავი სახლში… ისეთი ტკივილია, ჯოჯოხეთის ტკივილი ალბათ ესაა. ცხოვრებაში სასწრაფო არ გამომიძახებია, ისიც არ ვიცოდი, როგორ უნდა გამომეძახებინა… დავრეკე მეგობართან… ცალი ფეხით იქით ვიყავი“, - ამბობს ზალიკო ბერგერი.
უფრო ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕+ 23 გრადუსი - როდემდე შენარჩუნდება თბილი ამინდები საქართველოში
⭕„წელს მის გარეშე მოვა „დარაბებს მიღმა გაზაფხული” - რეჟისორი მიშა ბუკია გარდაიცვალა