საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას 2 ცოლი და სამი ვაჟი ჰყავდა. როგორც ზვიადის კარიერა ისე პირადი ცხოვრება ბობოქარი და სირთულებით სავსე იყო.
საქართველოს პირველი პრეზიდენტი თავისი ვიზუალით, წარმომავლობით, სოციალური მდგომარეობითა და ქარიზმატულობით ქალების ყურადღების ცენტრში მუდმივად ექცეოდა. მას ძალიან ბევრი ქალი ეტრფოდა... უყვარდათ და პატივს სცემდნენ ზვიადის, პრეზიდენტობამდეც, პრეზიდენტობის დროსაც და მის შემდეგაც...
ზვიად გამსახურდია კი ადრეულ ასაკში 1960 წელს დალი ლოლუაზე დაქორწინდა. პირველმა ქორწინებამ 13 წელი გასტანა. შემდეგ ძველი სიყვარული ახალმა ცაანაცვლა და სკანდლებიც გაგრძელდა...
„13 წელიწადი კოლხურ კოშკში“ - ეს არის ზვიად გამსახურდიას პირველი მეუღლის მემუარული წიგნი, რომელშიც ის 13 წლიანი ურთიერთობის ყოველდღიურობას აღწერს.
დალი ლოლუა წიგნის დასაწყისშივე იხსენებს ზვიად გამსახურდიასთან პირველი შეხვედრის და მათი დაშორების ეპიზოდს.
„მე და ზვიადმა ერთმანეთი გავიცანით სამუსიკო სკოლაში, ნიჭიერთა ათწლედში, სადაც ვეუფლებოდით მუსიკის ხელოვნებას. იმ პერიოდში ჩემი უახლოესი სულიერი მეგობარი გახლდათ მერაბ კოსტავა. სწორედ მან ბედისმიერად დაგვაკავშირა ჩვენ.
გაცნობიდან ორი წლის შემდეგ მე და ზვიადი შევუღლდით.
ჩემს ბიძას, აკაკი ბელიაშვილს, საკმაოდ ახლო და მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა ბატონ კონსტანტინე გამსახურდიასთან. საკითხავია, თუ არსებობდა საქართველოში ოჯახი, რომლისთვისაც ბატონი კონსტანტინე კერპი არ იყო.
ელეგანტური ჩაცმულობით და გარეგნობით, რაინდული, დონკიხოტური ბუნებით იგი ხიბლავდა და ატყვევებდა ყველას, ხოლო განუმეორებელი, ძარღვიანი ქართული სიტყვით ნუსხავდა მკითხველს, რომლისთვისაც კონსტანტინესეული ორიგინალური ენა ისეთივე ნატიფი იყო, როგორც შეუდარებელი, ლაინისფერი ქართული ზეცის უძირო თავანი.
ამბობენ, ქორწინება ზეცაში აღესრულებაო და ჯვრისწერის რიტუალიც ზეციურობის ანარეკლია. ქორწინების გვირგვინი, ისევე როგორც სამეფო გვირგვინი, მძიმეც არის და საბედისწეროც. ჩვენს შემთხვევაში განგებამ განსაზღვრა ობიექტური გარდუვალობა, ჩვენი ნება უძლური აღმოჩნდა და მე-13 წელს ის შეწყდა.
ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანური ლოგიკით გამართულ ჭეშმარიტება უზენაესის კანონზომიერებას არ ექვემდებარება.
მკითხველს და პრესასაც, ხშირ შემთხვევაში, ცნობილი ოჯახების ადამიანური ისტორიები აინტერესებს მხოლოდ სენსაციური თვალსაზრისით. ვიტყოდი, რომ განსჯა და ავღიაობა ყველაზე ადვილი საქმეა. კარგის თქმას დიდი ძალისხმევა და ნიჭი სჭირდება, აუგი ძალდაუტანებელი და მოხერხებული ლოდსატყორცნია ღვარძლიანი ადამიანისთვის. უნდა გვახსოვდეს, რომ სიტყვას უფრო მეტი ძალა აქვს, ვიდრე ქმედებას და ნათქვამია კიდეც: „როგორი განსჯითაც განსჯით, იმნაირათვე განისჯებით და რომელი საწყაულითაც მიუწყავთ, იმითვე მოგეწყვით თქვენ“, - წერს დალილოლუა მემოარებში.
ზვიადის მეორე ქორწინება საკმაოდ სკანდალური აღმ,ოჩნდა. მანანა არჩვაძესთან ქორწინებას ზვიადის გამოუსწორებელ შეცდომასაც უწოდებდნენ.
ზვიად გამსახურდიასა და მანანა არჩვაძეს ერთმანეთი რომანტიკისგან სრულიად დაცლილ გარემოში გაუცვნიათ.
ორივეს დედა მძიმე სენით იყო დაავადებული. ზვიადის ოჯახს ის წამლები ჰქონდა, რომლებიც ონკოლოგიურ პაციენტებს, მდგომარეობას უმსუბუქებდა თუმცა, საქართველოში ოფიციალურად არ იყიდებოდა.
მანანამ და მისმა დამ გამსახურდიებს დახმარება სთხოვეს . პირველად, სწორედ წამლის ანოტაციის გასაცნობად მიადგა მანანა არჩვაძე კოლხურ კოშკს, მაშინ გაიცნო ზვიადი.
„კარი ზვიადმა გააღო, ლაბადა ჰქონდა მოსხმული და თავზე სვანური ქუდი ეხურა. თვალები ისე მომაშეშა, ვერ შევძელი, მზერა გამესწორებინა, ცოტა შიშმა ამიტანა, თვალები დავხარე. მე გაჭირვების გამო მივედი, ის კი არც მომესალმა, არც გამეცნო, ისე გამიყარა თვალი თვალში“, – იხსენებს მანანა არჩვაძე.
მანანა არჩვაძე ამბობს, რომ, პირველი დღეებიდანვე, მათ ურთიერთობას უშიშროების სამსახური მეთვალყურეობდა, რაც უამრავ სირთულეს უქმნიდა. მიუხედავად ამისა, მაინც შეუყვარდა.
„არადა, ხშირად ვემალებოდი, მაგრამ, ერთ დღესაც, მალვა ლოდინში გადავიდა. ველოდებოდი, როდის გამოჩნდებოდა ზვიადი. გამსახურდიამ ის დაგეგმა, როგორ დაემხო საბჭოთა კავშირი და მანანა როგორ დაემორჩილებინა, ამას ვერ დაგეგმავდა?“ – იხსენებს ექსპრეზიდენტის მეუღლე, რომელსაც ქმარი მოფერებით „ტუგუნას“ ეძახდა.
იმისათვის, რომ მანანა და ზვიადი დაქორწინებულიყვნენ, 4 წელი დასჭირდათ. ამ პერიოდში გამსახურდიას პირველი ცოლი დალი ლოლუა ჰყავდა. განქორწინება გარდაუვალი იყო... დალი ლოლუასთან განშორების შემდეგ ზვიადმა მანანა შეირთო ცოლად.
მანანა არჩვაძე თავის სიყვარულის შესახებ სოციალურ ქსელშიც წერდა:
„საქართველოს პრეზიდენტების სიყვარულის ისტორიები, პირველი ქალბატონის ხვედრი, ისევე, როგორც ზოგიერთი გვირგვინოსნის თანამეცხედრის, შესაძლოა, უმძიმესი იყოს, გმირის მანტიაც კი მოირგოს და ისტორიამ პირველი ქალბატონი უფრო დიდი შარავანდედით შემოსოს, ვიდრე – მისი მეუღლე, სახელმწიფოს პირველი პირი.
ის ქალები, ისევე როგორც სხვა, რიგითი მოკვდავები, ერთ დღეს, არჩევანს აკეთებენ და ცოლად მიჰყვებიან მამაკაცებს, რომლებიც, შემდგომ, არამხოლოდ ცოლებისა და საკუთარი ოჯახების, მთელი სახელმწიფოს ბედსაც განსაზღვრავენ. უბრალოდ, ამის შესახებ წინასწარ არცერთმა ქალმა იცის ისევე, როგორც საქართველოს პირველმა ქალბატონებმა არ იცოდნენ, რას უმზადებდა ბედი. უბრალოდ, მათ არჩევანი იმ მამაკაცებზე შეაჩერეს, ვინც, მოგვიანებით, ერის რჩეული გახდა.
საქართველოს პირველ პრეზიდენტს ორი ცოლისაგან სამი ვაჟიშვილი შეეძინა. დალი ლოლუასთან კოსტანტინე გამსახურდია ჰყავდა, ხოლო მანან არჩვაძესთან - ცოტნე და გიორგი.
ძმებს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა აქვთ. თუმცა მანანა არჩვაძესთან არც გერს და არც შვილებს არ სურთ კავშირი. მათი კონფლიქტი ხშირად გამომზეურებულა პრესის ფურცლებზეც.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„ზღაპრული სიყვარულის პერიოდი იწყება“ - მარტის სასიყვარულო პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის