Digest Logo

2 პირს, რომლებიც შშმ ქალს სხვადასხვა ადამიანთან სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ და მიღებულ ფულს ისაკუთრებდნენ, პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა

1738824734
პედაგოგის დაკავება

საქართველოს პროკურატურამ უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ტრეფიკინგის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უმწეო მდგომარეობაში მყოფი, ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე დაზარალებული გადაიბირეს და სექსუალურ ექსპლუატაციას უწევდნენ. ექსპლუატაციით მიღებულ თანხას კი ისაკუთრებდნენ.

„ორივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით წარედგინა (ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით), რაც სასჯელის სახედ და ზომად 12-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „შესაძლოა გაგეზარდოთ ხელფასი, ან შეიცვალოთ სამსახური“ - 6 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

⭕გაფრთხილება ამინდის გაუარესების შესახებ - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

⭕გზებზე არსებული ვითარება - სად არის გადაადგილება აკრძალული?