Digest Logo

7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება

1687154767
მიხეილ სააკაშვილი

დღეს რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ, 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

სასამართლო პროცესზე ჩართვის სურვილი გამოთქვა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, თუმცა უცნობია, მიეცემა თუ არა მას ამის საშუალება.

„აბა ვნახოთ თუ გაბედავენ ხვალ სასამართლოზე ჩემს ჩართვას“, - დაწერა სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, სახელმწიფო მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.