Digest Logo

ახალციხეში ქვეითს მანქანა დაეჯახა - დაღუპულია ახალგაზრდა კაცი

1769623796
კრიმინალი-ლენტი

ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა.

მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მიმავალ 40 წლის კაცს დაეჯახა, რომელიც ადგილზე დაიღუპა. 

როგორც ახალი ამბების სააგენტო „დაიჯესტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. 

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕გამოიგონეს თვალის ლინზა, რომლითაც სიბნელეშიც დაინახავთ

⭕კახეთში პოლიციის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი წინააღმდეგობისა და ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

⭕ ავარია მარნეულში - დაღუპულია ორი ადამიანი