Digest Logo

არასრულწლოვნის გაუპატიურებისთვის პოლიციამ 73 წლის კაცი დააკავა

1762239107
ძალადობა

კასპში, არასრულწლოვნის გაუპატიურებისთვის პოლიციამ 73 წლის კაცი დააკავა. ინფორმაციას საქართველოს შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის კასპის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1952 წელს დაბადებული მ.ნ. არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დანაშაულში ბრალდებულმა პირმა, ძალადობის გამოყენებით არასრულწლოვანი თანასოფლელი გააუპატიურა.

სამართალდამცველებმა მ.ნ. კასპის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, მისსავე საცხოვრებელ სახლში ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„ახალი საქმეების წამოწყებას არ გირჩევთ და თავი შეიკავეთ მკურნალობის დაწყებისგანაც“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი

📸 „იქაურობა ნისლით შებურული დამხვდა“ - ბადრი ვადაჭკორიას ობიექტივში ამჯერად შაორის ტბა მოხვდა

⭕🎥 რა მოხდა ბაღდათში, სადაც ჯგუფ „ურსას“ კონცერტზე დაკარგული ბავშვი სცენაზე ავიდა? - „ერთი კონცერტი ეს არის“