Digest Logo

ავარია ქედაში - დაიღუპა 1 ადამიანი

1722236882
პოლიცია

ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სატვირთო შეეჯახა. ავარიის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 1 დაშავდა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „რა პატარები იყვნენ ჩემი გოგოები, დრო სწრაფად გარბის“ – გია ბაღაშვილი შვილებთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს

⭕გუდაურის ტრაგედიიდან 2 წელი გავიდა

⭕როდემდე გაგრძელდება ცვალებადი ამინდები საქართველოში