2022 წლის 29 ივლისს, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი გუდაურში ჩავარდა, რომელშიც 8 ადამიანი იმყოფებოდა. მფრინავების, მაშველებისა და ექიმების ჯგუფი პარაპლანის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებულების დასახმარებლად მიფრინავდნენ, რა დროსაც, ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა.
ყველა მათგანი ადგილზე დაიღუპა, ესენი სწორედ ის ადამიანები არიან, რომლებმაც სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად საკუთარი გაწირეს:
მფრინავი - ზაზა ლორია; მფრინავი - დიმიტრი ქააძე; მფრინავი - ლევან ჩოხელი; მფრინავი - ანდრო ქუჯოშვილი; მაშველი - კახა ტორჩინავა; მაშველი - გიორგი მარგიანი; ექიმი - ქეთევან გულაღაშვილი; ექიმი - გიორგი ვენეცკი
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სამაშველო ოპერაციისას ტრაგიკულად დაღუპული 8 პირი სამოქალაქო თავდადებისთვის დააჯილდოვა.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 რა კავშირები აქვს საქართველოსთან ბლენჰეიმის ისტორიულ სასახლეს?
⭕ადიგენში საცხოვრებელი სახლის კედლის ჩამონგრევას ორი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი დაშავდა