რიკოთზე ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა. დაღუპულია ორი ადამიანი. ინფორმაციას ადგილობრივი მედია „ინფო მერეთი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, ავტომობილი ბეტონის ჯებირს დაეჯახა.
„საშინელი ტრაგედია მოხდა. ყველა გამვლელ-გამომვლელი შოკში ვართ. უბედურება ტრიალებდა“, - განაცხადა თვითმხილველმა „ინფო იმერეთთან“.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პოლიცია.
მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
⭕ ასევე დაგაინტერესეთ:
🎥 „ლამაზი და შხვართი“ - ალექსანდრა პაიჭაძე პიკანტურ კადრებს აქვეყნებს