სამართალდამცველებმა „საქართველოს ბანკის“ ძარცვაში ბრალდებული ბადრი ესებუა დააკავეს.
„მთავარი არხი“ ავრცელებს ექსკლუზიურ ვიდეო მასალას, სადაც ჩანს როგორ გამოიყვანეს ესებუა ზუგდიდის სამხარეო პოლიციის შენობიდან. ის, სავარაუდოდ, თბილისში გადმოჰყავთ.
👉რამდენწლიანი პატიმრობა ემუქრება ბადრი ესებუას?
შეგახსენებთ, 2020 წლის 21 ოქტომბერს ზუგდიდის ცენტრში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში თავდამსხმელმა 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ სამხარეო პოლიციის უფროსი შენობაში შევიდა და სხვა მძევლებს ჩაენაცვლა. ამავდროულად შესრულდა თავდამსხმელის მოთხოვნა და მას ნახევარი მილიონი დოლარი გადასცეს.
თავდამსხმელმა ტერიტორია მოთხოვნილი მანქანით, 3 მძევლის თანხლებით, დატოვა და ამ დრომდე მიმალვაში იმყოფებოდა.
🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „არასდროს გამისინჯავს მწვადი და გოჭის ხორცი...“ - ქრისტინე იმედაძე