Digest Logo

ბათუმში ცეცხლსასროლი იარაღის ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

1706590976
საპატრულო პოლიციის ლენტი და ბორკილები

ბათუმში ცეცხლსასროლი იარაღის ტარებისა და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული „ბათუმის დინამოს“ პრეზიდენტის შვილია.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, გურამ ბერიძე ბათუმში, სასტუმრო „ლე მერიდიანის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს, სადაც ე.წ. „ქუჩური გარჩევა“ გაიმართა. გურამ ბერიძეს ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდეს.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 236 მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას გულისხმობს. ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ყოველთვის ვცდილობ ვიყო მათი მეგობარი, გვაქვს პატარა საიდუმლოებები“- რას ჰყვება დავით არჩვაძე შვილებზე

🎥 „შარვალი გაცვია შენ?“- მამულიჩა მაკა ზამბახიძის სახალისო ვიდეოს აქვეყნებს