
ბორჯომში მომხდარი ავარიის დროს დაღუპული მეორე ახალგაზრდა ედი მარკოსიანია.
ცნობისთვის, ბორჯომის შესასვლელთან, 22 აგვისტოს, დაახლოებით 01:00 საათზე ერთმანეთს „ტოიოტას“ მარკის ავტომობილი და ტრაილერი შეეჯახა, შემთხვევის შედეგად ორი პირი გარდაიცვალა, სამი კი დაშავდა.
ერთ-ერთი დაღუპული „ქართული ოცნების“ ახალციხის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ზურაბ გელაშვილია.
მომხდარზე შსს–მ გამოძიება სსკ–ს 276–ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახს და მეგობრებს“ - ზურა ხაჩიძე სამძიმრის წერილს აქვეყნებს
⭕თაკო ჩხეიძის ელეგანტური ფოტოები მწვანე კაბაში, რომელიც სოცქსელს იპყრობს
⭕„საქართველოში ხარ საერთოდ!?“ - შორენა ბეგაშვილი ამჯერად თურქეთში მოგზაურობს