Digest Logo

„დააკავეს სოფელ ჯიხაშკარში, ამჟამად ის გადაჰყავთ ქუთაისის მეორე დაწესებულებაში“ - ესებუას ადვოკატი

1675839174
ბადრი ესებუა

„საქართველოს ბანკის“ ძარცვაში ბრალდებული ბადრი ესებუას დაკავებასთან დაკავშირებით ადვოკატი იოსებ ჯანაშია განცხადებას აკეთებს და აღნიშნავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ადგილსამყოფლის შესახებ დაკავებამდე ინფორმაცია არ ჰქონია.

🎥 ბადრი ესებუას დაკავების ექსკლუზიური კადრები

„როგორც გახდა ცნობილი, დღეს არის დაკავებული, ამჟამად ის გადაჰყავთ ქუთაისის მეორე დაწესებულებაში, სხვა ინფორმაცია არ მაქვს. როგორც მაქვს ინფორმაცია, მისი დაკავება მოხდა სოფელ ჯიხაშკარში. როგორც კი მოხდება მასთან შეხვედრა, დაკავების დეტალებთან დაკავშირებით, შემიძლია, გავაკეთო განცხადება. მის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით, დაცვის მხარეს არანაირი ინფორმაცია არ გააჩნდა, სად იმყოფებოდა 2 წლის განმავლობაში, სად იმალებოდა ამასთან დაკავშირებით, ინფორმაცია არ მაქვს. ჯერ ოჯახის წევრებთანაც არ მქონია კონტაქტი“, - განაცხადა ჯანაშიამ მთავარ არხთან საუბრისას.

ცნობისთვის, ბადრი ესებუა სამართალდამცველებმა გამთენიისას დააკავეს. მას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „მიწისძვრის გამოწვევა ტექნოლოგიებით შესაძლებელია, როგორ შეიძლება დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, განმეორებით ბიძგები უფრო ძლიერი ყოფილიყო“ - ლალი მოროშკინას სკანდალური განცხადება

🎥 „არასდროს გამისინჯავს მწვადი და გოჭის ხორცი...“ - ქრისტინე იმედაძე