ხაშურის სოფელ ალთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
„ქართლის ამბების“ ცნობით, ერთმანეთს ჯიპი და პატარა სატვირთო ავტომანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა 40 წლამდე ასაკის კაცი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს მოძრაობის წესების დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „არავისთან არ მისაუბრია...“ - ილია სულამანიძე პირადზე, ოჯახსა და კარიერაზე გადაცემაში „ნოესთან“