Digest Logo

დანის გამოყენებით მოქალაქეს, გულმკერდისა და მხრების არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, პოლიციელს კი დანა ფეხის არეში დაარტყა - დამნაშავეს ბრალდება წარედგინა

1701772687
საქართველოს პროკურატურის შენობა 14

საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობისა და პოლიციელის დაჭრის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 3 დეკემბერს, თბილისში, აღმაშენებლის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების საფუძველზე წარმოშობილი კონფლიქტისას, ბრალდებულმა კუთვნილი დანის გამოყენებით, მოკვლის განზრახვით, გულმკერდისა და მხრების არეში, დაზარალებულს მრავლობითი ჭრილობები მიაყენა.

აღნიშნული ფაქტის შემსწრე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, დანაშაულის აღკვეთის მიზნით, ბრალდებულს შეჩერებისკენ მოუწოდეს და სიტუაციის განმუხტვა სცადეს, რა დროსაც, ბრალდებული თავს დაესხა პოლიციის თანამშრომელს და დანა ფეხის არეში დაარტყა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლითა (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 353 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-იდან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აცხადებენ უწყებაში.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „გადაღებაზე სვიტრებს გვიქსოვდა. სანამ გყავს ცოცხალი დედა, ინარჩუნებ ბავშვობას“ - რას იხსენებს ნიკუშა შენგელაია სოფიკო ჭიაურელზე

🎥 რომელი პროდუქტების მიღება არ არის სასურველი ორსულობის პერიოდში?

🔵ვინ არის ქართველი გოგო, რომელიც საერთაშორისო სილამაზის კონკურს „მის ინტერკონტინენტალში“ მონაწილეობს