თბილისის საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებული მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება.
სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.
სხდომის პარალელურად კი სასამართლოს ეზოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები, ასევე მესამე პრეზიდენტის გულშემატკივრები და სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბებიან.