Digest Logo

„ძლიერი ხმა იყო დაცემის... ავტომობილის ლუქში ჩავარდა“ - თვითმხილველები მეთხუთმეტე სართულიდან გადავარდნილ მოზარდზე

1686548897
პოლიცია

უბედური შემთხვევა მოხდა ბათუმში - მაღალსართულიანი კორპუსიდან არასრულწლოვანი გადმოვარდა.

სხეულის მრავლობითი დაზიანებებით 16 წლის მოზარდი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას მძიმედ აფასებენ.

„ძალიან ძლიერი ხმა იყო დაცემის... როცა ჩამოვირბინე, დავინახე, ჯიპის მარკის ავტომობილში. უკან, პანორამა ლუქში იყო ჩავარდნილი, სავარძლებს შორის.

ბავშვი მე-15 სართულიდან არის გადმოვარდნილი. მერვე სართულზე გადახურულია, იქ დავარდა და იქიდან ავტომობილის ლუქში ჩავარდა. ბავშვი რომ გამოვიყვანეთ, ცოცხალი იყო“, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი. 

🔵 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „რა სიცოცხლე ხარ და ნეტარება“ - პატარა ანნა სულაბერიძე ამღერდა

🔵„მამამისი ამ ყველაფერს თვალცრემლიანი უყურებდა...“ - ამბავი ნეაპოლის აეროპორტიდან, საიდანაც ხვიჩა კვარაცხელია ოჯახთან ერთად თბილისში ბრუნდებოდა

🔵რატომ ჭამენ ძაღლები ბალახს? - მიზეზი ის არ აღმოჩნდა, რაც გგონიათ