ბრძოლა ფაშისტური იდეოლოგიის დაჯგუფებებთან - შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნეონაცისტური ქსელის კიდევ 13 წევრი დააკავა, მათგან 7 არასრულწლოვანია.
დაკავებულები სასტიკ დანაშაულებში მონაწილეობდნენ. „იმედის კვირაში“ პირველად მოისმენთ მსხვერპლთა ისტორიებს, რომლებიც განცდილი ფიზიკური და ფსიქოლოგიური სისასტიკის შედეგად უმძიმეს მდგომარეობაში არიან.
„იმდენად მძიმე იყო დაზიანებები, დღემდე მაქვს შრამი. სახეზეც მაქვს დაზიანებები, სხეულზე თავზე. მიკრძალავდნენ ქუჩაში გავლას, მატერორებდენ, ყოველ დღე. მეუბნებოდნენ - თუ პოლიციაში წახვალ, ოჯახის წევრებს მოვკლავთო. გამოგშიგნავთ და დედაშენს მივუტანთო.
ყველა უბანში არიან, ყველა დაჯგუფებას ჰყავს თავისი ლიდერი. არასრულწლოვნები არიან სულ. ყველამ იცის ჩემმა თაობამ, თუმცა იქამდე არასდროს მქონია მათთან იქამდე კონტაქტი. სულ სისხლზე საუბრობდნენ, ბევრი ნაიარევი ჰქონდათ, თავად იზიანებდნენ თავს. ერთმანეთის სისხლს სვამდნენ“, - ჰყვება „იმედის კვირასთან“ დაზარალებული.
ვრცლად, იხილეთ ვიდეოში:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ჩვენი ღიპუცა გოგო“ - რა კადრებს აქვეყნებს გიორგი სარდალაშვილის ორსული მეუღლე
⭕ მერაბ სეფაშვილს მეუღლე გარდაეცვალა
⭕„ძალიან ახლობელმა ადამიანმა მიღალატა, ნამეტანი იაფად გამყიდა...“ - რას წერს ზურაბ შევარდნაძე