Digest Logo

გოგი წულაიას 4 წლით პატიმრობა მიესაჯა

1676455330
პოლიტიკოსი

თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქართველოს პროკურატურის სააპელაციო საჩივარი, გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენის ფაქტზე, გ.წ. დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. 

🔵„გოგი წულაიას ქვეყანაში დაბრუნებისთანავე დააკავებენ“ - სასამართლომ პოლიტიკოსს პატიმრობა მიუსაჯა

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და მსჯავრდებულს ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 16 მარტს, მსჯავრდადებულმა მისი პოლიტიკური საქმიანობიდან გამომდინარე, დაზარალებულს თბილისში დაგეგმილ შეხვედრაზე,მოლაპარაკებაში დახმარების მიზნით გაყოლა სთხოვა.

თბილისში ჩამოსვლის შემდგომ, მსჯავრდადებულმა დაზარალებულს ნაქირავებ ბინაში ღამე დარჩენა შესთავაზა, სადაც ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა, ამ უკანასკნელის მიმართ ძალადობით სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა. აღნიშნული ძალადობის შედეგად დაზარალებულმა სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიიღო.

გ.წ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-იდან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის მიერ წარდგენილი უტყუარი მტკიცებულებების მიუხედავად, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ფაქტზე გაამართლა და დამნაშავედ ცნო სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი განიცადა), რისთვისაც 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

პროკურატურა აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა და სააპელაციო წესით გაასაჩივრა, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა და მსჯავრდადებულს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„მნიშვნელოვანი შეხვედრების და მისტიკური დღეა“ - დღის პროგნოზი

🔵დღეს მირქმაა

🔵„მამაჩემმა სიკვდილის წინა დღეს დედას ჰკითხა, ის ძალიან ლამაზი გოგო სადაა, აქ რომ იყო წუხელო... “ - რას იხსენებს ნინი შერმადინი