Digest Logo

გოგი წულაიაზე შესაძლოა საერთაშორისო ძებნა გამოცხადდეს

1676488183
პოლიტიკოსი გოგი წულაია

გოგი წულაიაზე მალე შესაძლოა საერთაშორისო ძებნა გამოცხადდეს. პოლიტიკოსი რომელიც ქართულ მართლმსაჯულებას ევროპაში ემალება, საქართველოში დაუსწრებლად გაასამართლეს. მეორე ინსტანციის სასამართლომ წულაიას სექსუალური ძალადობისთვის 4 წლიანი პატიმრობა შეუფარდა. საბოლოო განაჩენის გამოტანამდე პოლიტიკოსი თავისუფლებაზე გირაოს სანაცვლოდ გაუშვეს, თუმცა ამ პერიოდში მან ქვეყნის საზღვრების დატოვება მოახერხა და საფრანგეთში იმყოფება.

„კურიერი“ დღეს სექსუალური ძალადობის მსხვერპლსაც ესაუბრა. ასმათ დვალიშვილი ორი წლის წინ განვითარებულ მოვლენებს იხსენებს. სექსუალური ძალადობის მსხვერპლი სააპელაციო სასამართლოს განაჩენით კმაყოფილია. მეორე ინსტანციამ პოლიტიკოს გოგი წულაიას სქესობრივი დანაშაულისთვის 4 წლიანი პატიმრობა შეუფარდა. ქალი ამბობს, რომ ბრალდებულის დაპატიმრება მისი თვითმიზანი არ ყოფილა, თუმცა დაზარალებულისთვის სიმართლის დადგენა მნიშვნელოვანი განაცხადია.

საქმის ამსახველი კადრები თავად დაზარალებულმა გადაიღო. ასმათ დვალიშვილი ამბობს რომ უნდოდა ჩანაწერი თავად გოგი წულაიასთვის ეჩვენებინა, თუმცა ზეწოლის გაგრძელების გამო, იძულებული გახდა პოლიციისთვის მიემართა.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 ბერა ივანიშვილის და ნანუკა გუდავაძის ახალი ვიდეო სოცქსელს იპყრობს - „არაჩვეულებრივ ფორმაში ხარ და ულამაზესი ორსული ნანუკა“

🔵47 წლის თინა კანდელაკი დედა გახდა, მესამე შვილი მას სუროგაციის გზით შეეძინა - რას წერს რუსული მედია?

🔵„ვაკაჭისაც დავშორდი და ილო ბეროშვილის საყვარლის სტატუსიც მომეხსნა“ - ცოტა რამ ბაბი კირკიტაძეზე