Digest Logo

🎥 „გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და მიიმალა“ - კახეთის პოლიციამ განზრახ მკვლელობისთვის 1 პირი დააკავა

1755153818
 სასიკვდილო ჭრილობები

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2004 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ე.გ. დააკავეს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში, ბრალდებულმა წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას, 1999 წელს დაბადებულ ქ.მ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი ახალგაზრდა საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

შსს-ს ინფორმაციით, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „ერთმანეთთან მეგობრობდნენ, არ ვიცი, ასე როგორ გაიმეტა...“ - სასტიკი მკვლელობა ზუუგდიდში

🎥 „ვერ ვიგებ, კერძო სახლის მოვლა რატომაა რთული“ - მაკა ზამბახიძის მეუღლე სახალისო კადრებს გვიზიარებს

„ულამაზესი ორსული ხარ...“ - ქეთი ხატიაშვილის ახალი ფოტოები