
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევას 19 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ვლადიმერ მამუჩაშვილი მამა გახდა - ცნობილია, რა დაარქვეს ახალშობილს
🎥 როგორ გავიქროთ სხეულიდან პაპილომები სახლის პირობებში - სანდრო ჯიბლაძის რჩევები
⭕ „ვრწმუნდები, რომ ტყუილად არ დავბადებულვარ...“ - რას წერს ნინი წიკლაური