Digest Logo

3 ივნისს, გამთენიისას, მტკვარში მანქანა გადავარდა - სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს

1780464382
პოლიცია, ლენტი

თბილისში, მაშველები მტკვარში გადავარდნილ ავტომანქანას ამ დრომდე ეძებენ. ტერიტორიაზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

წინასწარი ინფორმაციით, მანქანაში მხოლოდ ერთი პირი, მძღოლი იმყოფებოდა. ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში, მარცხენა სანაპიროზე 3 ივნისს, გამთენიას მოხდა.

გავრცელებული ცნობით, წყალში მანქანა უკნიდან ძლიერი შეჯახების შედეგად გადავარდა. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. 

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „სხვა სიცოცხლე, თუ არა ღმერთი — არ არის“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

„შემოქმედების, სიყვარულისა და თვითგამოხატვის დროა...“ - 3 ივნისის პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

სარეცხის საპნით დაბანა გამონაყარზე და ძმრიანი „ნასკები” სიცხის დროს - სამედიცინო მითები და რეალობა მაია ბუწაშვილისგან