Digest Logo

იყიდა თუ არა მეგი ბაქრაძემ მედიკამენტი, რომელმაც მისი გარდაცვალება გამოიწვია - საქმის ახალი დეტალები

1619178983
ექთანი

„ფორმულას" ექსკლუზიური ინფორმაციით, შსს მეგი ბაქრაძის გარდაცვალების ახალ მიზეზად, აცრამდე ერთი დღით ადრე, ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის აბების მიღებაზე მუშაობს.  
 

„იბარებენ ფარმაცევტებს აფთიაქიდან და ეკითხებიან მათ ამ კონკრეტულ აბზე…” - ამბობს ფორმულას ჟურნალისტი.

ადვოკატი აღნიშნავს, რომ საქმეში არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ მეგიმ რამე აბი მიიღო, ამიტომ, მისთვის გაუგებარია, რის მიღწევას ცდილობს გამოძიება.

შეგახსენებთ, ექსპერტიზის დასკვნა ჯერ ისევ არ არის ცნობილი.