Digest Logo

იტალიაში ძვირად ღირებული ტანსაცმლის ქურდობისთვის 38 წლის ქართველი დააკავეს

1730624380
პოლიცია

იტალიაში, პოტენცას პროვინციაში, ძვირად ღირებული ბრენდული ტანსაცმლის ქურდობისთვის 38 წლის საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

მამაკაცი კარაბინერებმა, ავტომობილების გეგმური შემოწმების დროს დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დანაშაული მიმდინარე წლის თებერვლის თვეში მოხდა, 38 წლის ქართველზე კი ძებნა იყო გამოცხადებული.

პოლიციის ინფორმაციით, გამოძიება მაღაზიის მეპატრონის საჩივრის საფუძველზე დაიწყო. მათი ცნობით, ქართველმა რამდენიმე ძვირად ღირებული დიზაინერული ნივთის მოპარვა და ადგილიდან მიმალვა შეძლო.

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„რა მაგარ ფორმაში ხარ“ - ნანუკა ჟორჟოლიანი გამომწერებს ახალ ფოტოებს უზიარებს

„მართლა ბედნიერი დედა ვარ, რომ ჩემს შვილად გაჩნდა, ჩემი სიყვარული 35 წლის გამიხდა“ - ინგა გრიგოლია შვილს დაბადების დღეს ულოცავს

🎥 ილია სულამანიძის ძმამ რჩეულს ხელი სთხოვა - „ცხოვრების ახალი ეტაპი ჩემს პრინცესასთან ერთად“