Digest Logo

„ჯაიანი კესარიას უწოდებდა „ბუნების შეცდომას“, მახინჯს, სცემდა, ახრჩობდა, ეუბნებოდა რომ კაცი იყო“ - პროკურორი

1741857834
კესარია აბრამიძე

„კე­სა­რია აბ­რა­მი­ძეს უწო­დებ­და „ბუ­ნე­ბის შეც­დო­მას“, უმოწ­მებ­და ტე­ლე­ფონს, უკონ­ტრო­ლებ­და ჩაც­მის სტილს და თუ რამე არ მოს­წონ­და, სცემ­და, ყელ­ში ახ­რჩობ­და, თმი­თაც უთ­რე­ვია“, - ეს სი­ტყვე­ბი ტრანსგენ­დე­რი ქა­ლის, კე­სა­რია აბ­რა­მი­ძის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ ბექა ჯა­ი­ა­ნის საქ­მის პრო­კუ­რორ­მა, გრი­გოლ ნიშ­ნი­ა­ნი­ძემ სა­სა­მარ­თლო­ში, დას­კვნით სი­ტყვის წარ­მოთ­ქმი­სას, მოწ­მის ჩვე­ნე­ბი­დან წა­ი­კი­თხა.

პრო­კუ­რო­რმა შეაჯამა ის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბები, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­დე­ბას აქვს წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

გრი­გოლ ნიშ­ნი­ა­ნი­ძემ სა­სა­მარ­თლოს სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში დიდ მო­ნი­ტორ­ზე მოახდინა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა ნა­წი­ლის დე­მონ­სტრი­რე­ბა, მათ შო­რის, აჩ­ვე­ნა მკვლე­ლო­ბის ია­რა­ღი - დანა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი.

პრო­კუ­რო­რის თქმით, კე­სა­რია აბ­რა­მი­ძე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით არის მოკ­ლუ­ლი, ამას სხვა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­თან ერ­თად ჭრი­ლო­ბე­ბის რა­ო­დე­ნო­ბაც მოწ­მობს - 28 და­ზი­ა­ნე­ბა, რო­მე­ლიც მას სხე­უ­ლის თით­ქმის ყვე­ლა ნა­წილ­ზე ჰქონ­და.

პრო­კუ­რორ­მა ასე­ვე გა­მო­აქ­ვეყ­ნა მოწ­მე­თა ჩვე­ნე­ბე­ბი, რო­მელ­თა უმე­ტე­სო­ბაც ჯა­ი­ა­ნის მხრი­დან აბ­რა­მი­ძის მი­მართ ფი­ზი­კურ და ფსი­ქო­ლო­გი­ურ ძა­ლა­დო­ბა­ზე სა­უბ­რო­ბენ.

„ბექა ჯა­ი­ა­ნი უმოწ­მებ­და ტე­ლე­ფონს, უკ­რძა­ლავ­და სხვა პი­რებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ას, უწო­დებ­და „ბუ­ნე­ბის შეც­დო­მას“, მა­ხინჯს. მოწ­მეს არა­ერ­თხელ გა­უ­გია სახ­ლი­დან მტვრე­ვის ხმა, უნა­ხავს კე­სა­რი­ას და­ზი­ა­ნე­ბე­ბი“

კი­დევ ერთი მოწ­მის ჩვე­ნე­ბით, ბექა ჯა­ი­ა­ნი კე­სა­რია აბ­რა­მი­ძეს სის­ტე­მა­ტუ­რად აკონ­ტრო­ლებ­და.

„იშ­ვი­ა­თად გა­მო­დი­ო­და სახ­ლი­დან, რისი მი­ზე­ზიც ბექა ჯა­ი­ა­ნი იყო. ბექა მას ამ­ცი­რებ­და, ეუბ­ნე­ბო­და რომ ­კა­ცი იყო და ამის გამო სცემ­და, თით­ქმის ყო­ველ­დღი­უ­რად სცემ­და, და­ლურ­ჯე­ბუ­ლი სხე­უ­ლი მაჩ­ვე­ნა, რისი მი­ზე­ზიც ტე­ლე­ფონ­ზე შე­სუ­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბა იყო, რისი ჩვე­ნე­ბაც ჯა­ი­ან­მა სთხო­ვა, უა­რის შემ­დეგ კი ის სცე­მა“, - აცხა­დებს მოწ­მე.

კი­დევ ერთი მოწ­მის ჩვე­ნე­ბის მი­ხედ­ვით, მან მკვლე­ლო­ბის დროს კე­სა­რია აბ­რა­მი­ძის ყვი­რი­ლი გა­ი­გო - „ნუ მირ­ტყამ, არ და­მარ­ტყაო - შემ­დეგ კი, და­ი­ნა­ხა რო­გორ ჩარ­ბო­და კი­ბე­ებ­ზე ბექა ჯა­ი­ა­ნი“.

ცნო­ბის­თვის, 37 წლის ტრანსგენ­დე­რი ქა­ლის, კე­სა­რია აბ­რა­მი­ძის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით, გენ­დე­რის ნიშ­ნით გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი 26 წლის ბექა ჯა­ი­ა­ნი ქუ­თა­ი­სის აე­რო­პორ­ტის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის „თ“ და „მ“ პუნ­ქტე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გენ­დე­რის ნიშ­ნით გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი 16-დან 20-წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

⭕ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ნუ ლანძღავთ ამერიკის ადმინისტრაციას, თქვენ ტრა*ებს მიხედეთ“ - ია ფარულავა დონალდ ტრამპის კრიტიკოსებს პასუხობს

🎥 „თუ რაღაც მოგვდის ეს არის სიგნალები, რომ სადღაც არასწორად მივდივართ...“ - თამარ აქუბარდიას ასტროპროგნოზი

⭕14 მარტს მთვარის დაბნელება დაფიქსირდება

წყარო: www.ambebi.ge