Digest Logo

ხელვაჩაურში, ძმის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარედგინა

1685795022
პროკურატურა

საქართველოს პროკურატურამ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, დამამძიმებელ გარემოებებში, ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა. მას 16-იდან 20 წლამდე, ანაც უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2 ივნისს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კიბეში, საცხოვრებელი სახლის ეზოში, ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თოფიდან გასროლებით, ძმას დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი ადგილზე გარდაიცვალა“, - აცხადებენ პროკურატურაში.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა. 

პროკურატურა ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.