Digest Logo

ხულოში მანქანა ხევში გადავარდა - დაიღუპა ერთი ადამიანი

1754730280
პოლიციის ლენტი

ხულოში, მთა ზორტიყელისკენ მიმავალ გზაზე ავტომანქანა ხევში გადავარდა.

ავარიის შედეგად 40 წლამდე ქალი ადგილზე დაიღუპა, დაშავებული მძღოლი კი კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც შსს-ში „დაიჯესტს“ განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს - იგივე ქმედება, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„არ გამოტოვოთ ეს შანსები!...“ - რა გავლენას მოახდენს აგვისტო ჩვენზე? ხათუნა ნოელის ასტროპროგნოზი

⭕ „ამდენი სილამაზე ერთად...“ - ნინა ცქიტიშვილი ოჯახურ კადრებს აქვეყნებს

⭕ „ცხოვრება ბოლო დროს...“ - გიორგი მიქაუტაძე ახალ კადრებს აქვეყნებს