Digest Logo

კოვიდპასპორტების და PCR ტესტის უარყოფითი პასუხის ყალბი დოკუმენტების დამზადებისთვის 9 პირი დააკავეს

1635228454
პასპორტი

კოვიდპასპორტების და კორონავირუსის ლაბორატორიული კვლევის ყალბი დოკუმენტების დამზადებისთვის თბილისსა და იმერეთის რეგიონში პასუხისგებაში მიეცა ცხრა პირი, მათ შორის ერთი დაკავებულია.

ბრალდებულები ტურისტულ კომპანიასთან გარიგებით საზღვარგარეთ გამსვლელი მგზავრებისათვის კოვიდპასპორტებს და PCR ტესტის უარყოფით პასუხებს 70 ევროს სანაცვლოდ ამზადებდნენ.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლით რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.

წყარო: rustavi2.ge