5 ივლისს ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე თავდასხმისთვის ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის განაჩენი შემდეგნაირად გამოიყურება: ბრალდებულებს - გიორგი ნასყიდაშვილს, გიორგი კახიანს, რომეო კეკუტიასა და ზაზა მჭედლიძეს 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ, ილია ქებაძესა და თემურ ხარაულს - 1 წლითა და 2 თვის ვადით, ხოლო უშანგი დათუნაშვილს 5000-ლარიანი გირაო დაეკისრა.
ჩახნაშვილმა ბრალდებულებს ორგანიზებული ჯგუფური ძალადობა გადაუკვალიფიცირა ჯგუფურ ძალადობაში.
შეგახსენებთ, რომ 5-6 ივლისს თბილისში რადიკალური ჯგუფების წარმომადგენლები, რომლებიც „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციას მართავდნენ, ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
5 ივლისის ძალადობრივი აქციის დროს 56 ადამიანი დაზარალდა, მათ შორის, 47 ჟურნალისტი.