Digest Logo

მარნეულში შუახნის კაცმა ოჯახის 2 წევრი დაჭრა

1784725942
ლენტი ლენტი

მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყიზილაჯლოში შუახნის კაცმა ოჯახის 2 წევრი დანით დაჭრა.

არსებული ცნობით, დაჭრილები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ.

მომხდარის შესახებ სხვა დეტალები უცნობია.

გამოძიება სსსკ-ის 11 პრიმა 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან ცამეტ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.