
მარნეულში ტაქსის მძღოლი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას „კურიერი“ ავრცელებს.
რამდენიმე თავდამსხმელმა მამაკაცი მოკლა, ავტომობილი კი გადამალა და დაშალა.
ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, რასაც შსს-ში ადასტურებენ. სხვა ფიგურანტების დასაკავებლად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.