Digest Logo

მხარდაჭერა კლუბისგან - „პსჟ“ ხვიჩა კვარაცხელიას ახალ, 5-წლიან კონტრაქტს სთავაზობს!

1792650725
ხვიჩა კვარაცხელია

დადასტურებულად! - „პარი სენ-ჟერმენი“ და ხვიჩა კვარაცხელია ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან ძალიან ახლოს არიან! როგორც ცნობილი ხდება, პარიზული კლუბი ქართველ ფეხბურთელს ახალ 5-წლიან ხელშეკრულებას სთავაზობს, რომლის მიხედვითაც კვარაცხელია კლუბის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.

მხარეებს შორის მოლაპარაკებები რამდენიმე თვის წინ დაიწყო და, როგორც ირკვევა, საკმაოდ დიდია შანსი, რომ კვარაცხელიამ ახალი კონტრაქტი მიმდინარე წლის ბოლოს გააფორმოს.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენთან“ არსებული კონტრაქტი 2029 წლამდე აკავშირებს, პარიზული კლუბის სურვილი კი ამ ხელშეკრულების კიდევ 5 წლით გახანგრძლივებაა.

თუ ბოლო მომენტში რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, კვარაცხელია ახალ კონტრაქტს უახლოეს პერიოდში მოაწერს ხელს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „ხვალ წამოდგება...ზეგინდელი დღე მისია“ - გიორგი კეკელიძე ხვიჩა კვარაცხელიაზე ემოციურად წერს

⭕ „მივყვეთ ღმერთის ნებას, რომელსაც შენთვის უკეთესი გეგმა აქვს, ჩემპიონო...“ - საბა საპანაძე ხვიჩა კვარაცხელიაზე

⭕ მთავარი ფავორიტები: ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელთა ცხოვრებაშიც 2026 წლის ნოემბერში მნიშვნელოვანი ცვლილებები დაიწყება

წყარო: lagazzetta.ge

✕