თუშეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ოთხი კი დაშავდა. შემთხვევა სოფელ ომალოში მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი, რომელშიც ხუთი ადამიანი იმყოფებოდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რამდენჯერმე ამობრუნდა.
მიღებული დაზიანებების შედეგად, ავტომობილის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. ოთხი მგზავრი კი დაშავდა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, დაშავებულები თელავის საავადმყოფოში გადაიყვანა.
ექიმების განმარტებით, დაზარალებულებს მრავლობითი დაზიანებები და ქვედა კიდურების მოტეხილობები აღენიშნებათ.ავარიის მიზეზად, გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ისჯება ჯარიმით ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ვამაყობ...“ - თამო ვაშალომიძე ვენეციის კინოფესტივალზე ქალიშვილის დიზაინით შექმნილი კაბით წარდგა
⭕როკმუსიკის ლეგენდა ფრედი მერკური დღეს, 5 სექტემბერს 80 წლის გახდებოდა