Digest Logo

როკმუსიკის ლეგენდა ფრედი მერკური დღეს, 5 სექტემბერს 80 წლის გახდებოდა

1788592040
 ფრედი მერკური

დღეს, 5 სექტემბერს, მუსიკალური სამყარო ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ვოკალისტისა და შოუმენის, ჯგუფ Queen-ის ფრონტმენის, ფრედი მერკურის დაბადების დღეს აღნიშნავს.

ფაროხ ბულსარა (მუსიკოსის ნამდვილი სახელი) 1946 წელს ზანზიბარში დაიბადა. მან მსოფლიო აღიარება Queen-ში მოღვაწეობით მოიპოვა — მისი ოთხოქტავიანი ხმა, სცენური ქარიზმა და ისეთი უკვდავი ჰიტები, როგორებიცაა „Bohemian Rhapsody“, „We Are the Champions“, „Don't Stop Me Now“ და „Somebody to Love“, ეპოქის სიმბოლოდ იქცა.

მუსიკოსის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში საქველმოქმედო და მუსიკალური ღონისძიებები იმართება. ტრადიციულად, შემოსული თანხის ნაწილი ფონდ The Mercury Phoenix Trust-ში გადაირიცხება, რომელიც ფრედის ხსოვნის პატივსაცემად Queen-ის წევრებმა აივსთან (AIDS) საბრძოლველად დააარსეს.

„მე ვარსკვლავი კი არ ვიქნები, მე ლეგენდად ვიქცევი“, — განაცხადა ერთხელ მერკურიმ. მისი გარდაცვალებიდან ათწლეულების შემდეგაც, მისი შემოქმედება და გავლენა თანამედროვე მუსიკაზე კვლავ უცვლელი და შეუდარებელია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ დონალდ ტრამპის განცხადებით მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატმა აშშ-ს 18 მილიარდი დოლარის შემოსავალი მოუტანა

⭕ „მნიშვნელოვანია საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდეთ...“ - 5 სექტემბრის ენერგიები

⭕ „სადებიუტო გოლის გატანა მეჩქარება“ - ლუკა ლოჩოშვილმა „კიოლნის“ ოფიციალურ გვერდს ვრცელი ინტერვიუ მისცა