Digest Logo

„მითხრა, მრცხვენია, რომ ასეთი დაიბადა ჩვენი შვილიო - მთხოვდა, რომ მეთქვა ბავშვი თითქოს 4 კგ დაიბადა“- ნეკა დოროყაშვილი 

1660642311
ნეკა დოროყაშვილი

მოდელი ნეკა დოროყაშვილი, რომელიც ყოფილ ქმარს ძალადობაშია დანაშაულებს, სასამართლო პროცესზე აცხადებს, რომ მასზე ნიკოლოზ ბასილაშვილი ორსულობის დროსაც ძალადობდა ფსიქოლოგიურად. 

მისივე თქმით, მათი შვილის დაბადებისას ჩვილი 2 - კგ-ს იწონიდა, რისიც ნიკოლოზ ბასილაშვილს რცხვენოდა და საზოგადოების მოტყუებას აიძულებდა, თითქოს, ბავშვი წონით უფრო დიდი იყო.

„ბავშვი 2015 წელს შეგვეძინა, მახსოვს, რომ ორსულობის პერიოდში ძირითად დროს მარტო ვატარებდი. მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელი ორსულობა მქონდა, ნიკოლოზი თვლიდა, რომ სახლში უნდა ვყოფილიყავი მე მას ვემორჩილებოდი. მშობიარობის დღეს მარტო ვიყავი, მეორე დღეს ჩამოვიდა ნიკოლოზი. როდესაც ორსულად ვიყავი, სხვადასხვა ცხოველების სახელს მეძახდა - ვირთხას, გველს, რწყილს. ამ სიტყვებით მოიხსენიებდა ჩემს ოჯახის წევრებს. მითხრა, უდღეური დაიბადა ჩემი შვილიო და მრცხვენია, რომ ასეთი დაიბადაო. მთხოვდა, რომ მეთქვა ბავშვი თითქოს 4 კგ დაიბადა. მე ვკითხე, რა მნიშვნელობა აქვს, 2 კგ დაიბადა თუ 4 კგ-მეთქი, რაზედაც მიპასუხა, შენ ხარ უჯიშო და ისიც გეყოფა, რომ უდღეური დაიბადა ბავშვიო“, - განაცხადა დოროყაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით.

მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დააზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„გვაქვს პატივი კარგი ამბით გაგახაროთ“ - ქალი 10-წლიანი ლოდინის შემდეგ დედა გახდა

🔵თერჯოლაში 4 წლის ბავშვს დენმა დაარტყა

🔵„გამოიჩინეთ მეტი ტაქტი და დიპლომატია, არ ღირს კამათი, აგრესიის და გაღიზიანების გამოვლენა“ - მიხეილ ცაგარელი