Digest Logo

მკვლელობა საგარეჯოში - მოკლულია უცხო ქვეყნის მოქალაქე, ცხედარი მდინარესთან იპოვეს

1684870306
ლენტი

მკვლელობა საგარეჯოში - მოკლულია უცხო ქვეყნის მოქალაქე. ამის შესახებ ინფორმაციას „კურიერი“ ავრცელებს.

50 წლის ქალის ცხედარი მდინარე იორთან იპოვეს, რომელსაც თავის არეში და სხეულზე ფიზიკური ძალადობის კვალი აღენიშნება. გარდაცვლილი ქალი ეროვნებით უზბეკია და რამდენიმე წელია, რაც საქართველოში ცხოვრობს. ადგილობრივების ვარაუდით, მომხდარის ფინანსურ ინტერესს უკავშირდება, რის გამოც ის მეგობარმა მამაკაცმა ქონების დაუფლების მიზნით მოკლა.

ფაქტზე გამოძიება 108 განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. ცხელ კვალზეა დაკავებული 60 წლამდე კაცი, რომელმაც სავარაუდოდ დანაშაული ჩაიდინა. მომხდარს კახეთის პოლიციის სამხარეო დეპარტამენტი იძიებს.