Digest Logo

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და გასაღების ფაქტზე პროკურატურამ 1 პირს ბრალდება წარუდგინა

1746098852
პროკურატურა

საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და გასაღების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება „ალფა პვპ“-ს, რომლის რეალიზაციასაც ახორციელებდა.

„დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თელავის რაიონულ სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ჩემი მფარველი ანგელოზი“ - მარიამ მდივანი გარდაცვლილ ძმაზე

⭕„ნუ შეგეშინდებათ ტალახის, ბალახის, წვიმის ან მტვრის, რადგან როცა ბავშვი თამაშობს ტალახში იგი იმუნიტეტს აშენებს“ - გიორგი ფხაკაძე

⭕„დათოსთვის შეუფასებელი სამკაული ხართ“ - ალექსანდრა პაიჭაძე და დავით კოდუა კომოს ტბაზე შვილთან ერთად მოგზაურობენ