Digest Logo

ნიკა მელია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერ შეურაცხყოფას გულისხმობს

1748543595
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნიკა მელია დაკავებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერ შეურაცხყოფას გულისხმობს.

„ნიკა მელია სამართალდამცველების მიერ დაკავებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე, რაც გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერ შეურაცხყოფას ან/და სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, ნიკა მელია კანონით დადგენილი წესით წარედგინება სასამართლოს“, - განუცხადეს „დაიჯესტს“ შს სამინისტროში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„დღეს ჩემს გოგონებს ზეიმი ჰქონდათ სკოლაში!“ - გია ბაღაშვილი შვილებთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს

⭕პატარა ენი ძაღლთან ერთად - რა ფოტოს აქვეყნებს ელენე ეპიტაშვილი

⭕„ქუთაისში არ დაგინახოთ ჩამოთრეული თუ არა ფეხებს მიგამტვრევთ... ჩემზე და მეუფე ნარიმანზე მაგარი თუ გამოჩნდებოდა ვინმე, რავა მეგონა!“ - რას წერს დათო ლიკლიკაძე