Digest Logo

ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილი ცოლის მიმართ ძალადობის საქმეზე სააპელაციო სასამართლომაც გაამართლა

1689068816
ბასილაშვილი

ყოფილ ცოლზე, ნელი დოროყაშვილზე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში დადანაშაულებული ნიკოლოზ ბასილაშვილი სააპელაციო სასამართლოამც გაამართლა. მოსამართლემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა.

2022 წლის 22 მაისს ყოფილ ცოლზე განხორციელებული ძალადობის ბრალდებით პოლიციამ ბასილაშვილი დააკავა, 24 მაისს კი სასამართლომ ის 100 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბასილაშვილი 21 ოქტომბერს ოჯახში ძალადობის საქმეზე უდანაშაულოდ ცნო. ის ხუთივე ეპიზოდში გამართლდა.