Digest Logo

🎥 ორსული მეუღლის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის და ფიზიკური ძალადობის, ასევე ძალადობით სქესობრივი კავშირის დამყარების ბრალდებით, კახეთში 1 პირი დააკავეს

1774507715
დაკავება

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი - 1992 წელს დაბადებული გ.ტ. წინასწარი შეცნობით ოჯახის ორსული წევრის მიმართ ჩადენილი მუქარის, ძალადობისა და გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა თელავის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, მეუღლეს - 1991 წელს დაბადებულ ზ.ო.-ს მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა და ფიზიკური ძალადობა განახორციელა, ასევე ძალადობით და ძალადობის მუქარით სქესობრივი კავშირი დაამყარა.

კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა გ.ტ. ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე,126 პრიმა, 11 პრიმა 151-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აცხადებენ უწყებაში. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕როლიკო ოქროპირიძე პატრიარქისადმი მიძღვნილ ლექსს კითხულობს - „უფალო, შეგთხოვ, დალოცე უნეტარესი ილია”

⭕„აიღეთ თქვენი საყვარელი ჭიქა და ჩაიფიქრეთ თქვენი ყველაზე მასშტაბური მიზანი“ - იუპიტერის რიტუალი, რომელიც ხუთშაბათს უნდა გააკეთოთ

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 26 მარტს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით