საგარეჯოში სროლის შედეგად დაჭრილი ხუთი ადამიანი „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში გადაიყვანეს.
🎥 საგარეჯოში შეიარაღებულმა პირმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა
კლინიკის პრესსამსახურის ინფორმაციით, ერთი დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა.
ერთი დაჭრილი ქალი გადაყვანილია თბილისში. მას დაზიანებები თვალის არეში აქვს მიყენებული. ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა და მას უტარდება ოპერაცია. დანარჩენების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებათ.
ცნობისთვის, 20 იანვარს, ღამის საათებში, საგარეჯოში, ერთ-ერთი კორპუსის აივნიდან შეიარაღებულმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა დაიწყო.
გამოძიების ინფორმაციით, საგარეჯოში მომხდარი სროლის შედეგად დაჭრილია 5 პირი. გარდაცვლილია სულ 6 ადამიანი, მათ შორის, ერთი პოლიციელი და, ასევე, თავდამსხმელი, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
თავდამსხმელი 49 წლის საგარეჯოს მკვიდრია.
საგარეჯოში სროლის შედეგად დაჭრილი ხუთი ადამიანი „ჯეო ჰოსპიტალის“ კლინიკაში შეიყვანეს. ექიმების თქმით, ერთი დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა. მას ოპერაცია უტარდება.
ამავე თემაზე:
⭕ 🎥 საგარეჯოში შეიარაღებულმა პირმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა
⭕ საგარეჯოში ერთ-ერთ კორპუსში შეჭრილმა კაცმა რამდენიმე ადამიანი მოკლა
⭕ საგარეჯოში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს