Digest Logo

ქარელში მამამ შვილი სცემა - ახალგაზრდა ქალი საავადმყოფოშია გადაყვანილი

1759852164
მუქარა და ძალადობა

ქარელში მამამ შვილი სცემა. ახალგაზრდა ქალი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. ინფორმაციას „მოზაიკა“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, მამა შვილს არასასურველ კაცთან დაოჯახებას აიძულებდა.

„გათხოვებას აიძულებდა იმ მამაკაცზე, რომელიც ამ გოგოს არ მოსწონდა. ამას მოჰყვა ჩხუბი, რა დროსაც მამა ფიზიკურად გაუსწორდა. ამ დრომდე მკურნალობის კურსს გადის საავადმყოფოში“, - უთხრეს „მოზაიკას“.

როგორც „დაიჯესტს“ შსს-ში უთხრეს, გამოძიება სსკ-ის 106-ე 126 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

უწყების ცნობით, მამაკაცი დაკავებულია ოჯახის წევრზე ძალადობის ბრალდებით.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ახალგაზრდებს, სანამ გაოფიციალურდებიან, ცალკე უნდათ ყოფნა და არ მომწონს...“ - რას ამბობს ზაზა მამალაძე

⭕ „გაუფრთხილდი დროს, ყველა წუთი და წამი ღვთისგან ნაჩუქარია...“ - რას წერს მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის ადმინისტრაცია

⭕„ყველაფერს მას ვუკავშირებ...“ - რას წერს დეკანოზი თეოდორე გიგნაძე