
ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაშავდა.
შემთხვევა სოფელ ვაიოს მონაკვეთზე, ცენტრალურ მაგისტრალზე მოხდა. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. ავარიის გამო, საავტომობილო გზის ორივე მიმართულება გადაკეტილი იყო, რამაც საცობი გამოიწვია.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლი სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕შორენა ბეგაშვილი თურქეთიდან ახალ კადრებს გვიზიარებს -„ბედნიერებას გისურვებ“
⭕„რა არის უფლის საქმე?!...“ - რას წერს დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
⭕„არასდროს ინანო შენგან გაკეთებული სიკეთე...“ - რას წერს გია მურღულია