
შინაგან საქმეთა სამინისტროში კიდევ ერთი ცვლილება განხორციელდა.
შსს-ს ინფორმაციით, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე ზვიად ხარაზიშვილს რომან ქარცივაძე ჩაანაცვლებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროში კიდევ ერთი ცვლილება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს შეეხო - აღნიშნული დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე რომან ქარცივაძე დაინიშნა“, - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.