Digest Logo

სამართალდამცველებმა ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

1794932960
ბორკილები ბორკილები

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ძალადობის ბრალდებით
ერთი პირი დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 16 ნოემბერს, თბილისში, ალექსანდრე თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში ორი პირი უნებართვოდ შესვლას ცდილობდა.

დაცვის თანამშრომელმა მათ ტერიტორიაზე შესვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა, რა დროსაც ერთ-ერთმა მოქალაქემ მასზე ფიზიკურად იძალადა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ძალადობაში ბრალდებული პირი დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „მთელმა სამყარომ მათ გარშემო უნდა იბრუნოს“ - სად გადის ზღვარი ბავშვურ რეაქციებსა და პასუხისმგებლობას შორის: ნუგზარ ძიძიგურის განმარტება

⭕ კალათბურთი| საბერძნეთთან და პორტუგალიასთან მატჩებისთვის ალექსანდრ ჯიკიჩმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

⭕ რატომ მოქმედებს მაგია კარგ ადამიანებზე და რა ქმნის ჩვენს ენერგეტიკულ სისუსტეს - რას წერს ეზოტერიკოსი ნინო ლეჟავა

✕