Digest Logo

საქართველოს პრემიერ-მინისტრს ჩინეთის პრემიერ-მინისტრმა ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა

1762269765
პრემიერ-მინისტრი

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ლი ციანმა ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიღება ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში მონაწილე დელეგაციების ხელმძღვანელების პატივსაცემად გაიმართა.

საერთაშორისო იმპორტის მე-8 გამოფენა შანხაიში ხვალ ოფიციალურად გაიხსნება.

საქართველო ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ზვავის ჩამოწოლის შედეგად ნეპალში 7 ალპინისტი დაიღუპა

⭕ აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი დიკ ჩეინი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა

3 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც 4 ნოემბრიდან დიდ ფინანსურ წარმატებას მიიზიდავს